ანა დოლიძე და აზარტული თამაშების წინააღმდეგ კამპანიის წარმომადგენლები განმარტებას ითხოვენ, განიხილა თუ არა მთავრობამ მათ მიერ შეტანილი პეტიცია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ და „აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ კამპანიის წარმომადგენლებმა სახელმწიფო მთავრობის ადმინისტრაციას ოფიციალური წერილით მიმართეს, რათა გაიგონ, განიხილა თუ არა მთავრობამ მათ მიერ შეტანილი პეტიცია აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებით და რა გეგმა აქვთ ამ საკითხთან მიმართებაში.

როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, აზარტული თამაშების რეკლამასთან დაკავშირებული პეტიცია თითქმის 2 თვეა რაც მთავრობის ადმინისტრაციაში აქვთ შეტანილი, თუმცა რა გეგმა აქვს მთავრობას ამასთან დაკავშირებით და მოიმოქმედებს თუ არა რაიმეს, ამაზე პასუხი დღემდე არ მიუღიათ.

„28 იანვარს 2 თვე გახდება, რაც ჩვენ შევაგროვეთ უპრეცედენტო რაოდენობის ხელმოწერები. 10 000 ხელმოწერა და ელექტრონული პეტიცია ჩავაბარეთ გიორგი გახარიას აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით. იცით, რომ ხალხს ძალიან აწუხებს აზარტული თამაშების თავაშვებულება საქართველოში. ეს არის ჩვენი დროის ეპიდემია. ჩვენი კამპანიის მიზანია, შევზღუდოთ აზარტული თამაშები და პირველ რიგში, ავკრძალოთ აზარტული თამაშების თავაშვებული რეკლამა ჩვენს ქალაქში და დავიცვათ ჩვენი ბავშვები. სამწუხაროდ, 2 თვის თავზე, პრემიერი გახარია კვლავ დუმს. ჩვენ არ ვიცით, რაიმე მოიმოქმედა თუ არა მთავრობის ადმინისტრაციამ და როგორ აპირებს მთავრობა უპასუხოს ხალხის მოთხოვნას, ამიტომ დღეს ჩვენ მივმართეთ წერილით. მოვითხოვეთ კონკრეტული პასუხი, რა გეგმა აქვს ჩვენს პეტიციასთან მიმართებაში. რას აპირებს მთავრობა აზარტული თამაშების რეკლამასთან მიმართებაში, არასრულწლოვნებთან მიმართებაში და საერთოდ, აპირებს თუ არა რაიმე მოიმოქმედოს უამრავი ადამიანის მოთხოვნების საპასუხოდ", - განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, იურისტ ანა დოლიძის ინიციატივით, სამთავრობო პეტიციების პორტალზე Ichange.gov.ge აზარტული თამაშების წინააღმდეგ პეტიცია 2019 წლის 4 ნოემბერს დარეგისტრირდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს