რომან გოცირიძე - სახალხო დამცველის მოხსენება უკიდურესად საგანგაშოა და ამ მოხსენების შემდეგ ნებისმიერი თავმოყვარე მინისტრი გადადგებოდა

ხელისუფლებისთვის ეს არის განაჩენი, ერთადერთი წარმატებული სფერო, რომელიც მათ ჰქონდათ ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში, ციხეებში მდგომარეობის მეტ-ნაკლებად გაუმჯობესება, ესეც ფაქტობრივად, ჩამოეშალათ,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან, სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მინისტრი ასეთი საგანგაშო ანგარიშის გამო თავის მართლების ნაცვლად, გადადგებოდა.

"სახალხო დამცველის მოხსენება არის უკიდურესად საგანგაშო და ამ მოხსენების მერე ნებისმიერი თავმოყვარე მინისტრი გადადგებოდა. მინისტრი უნდა გადადგეს, რადგან ეს არის საგანგაშო მოხსენება. როცა კრიმინალი არსებობს ქვეყანაში, ის აუცილებლად გაჩნდება დახურულ სისტემაში. ციხეში „მაყურებელი“ ეს არის ფაქტობრივად, ციხეში ფინანსური კრიმინალური სისტემის აღდგენა, რომელიც ძალადობს ერთი მხრივ, პატიმარზე და მეორე მხრივ, მათ ოჯახებზე. ამ ქვეყანაში ხელისუფლების მიერ კრიმინალის გამოყენება საარჩევნო და სხვა მიზნებისთვის გახდა ციხეში კრიმინალური სუბკულტურის აღდგენის მიზეზი. ამიტომ ხელისუფლებისთვის ეს არის განაჩენი, ერთადერთი წარმატებული სფერო, რომელიც მათ ჰქონდათ ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში, ციხეებში მდგომარეობის მეტ- ნაკლებად გაუმჯობესება, ესეც ფაქტობრივად, ჩამოეშალათ. მეორე წარმატება რაც იყო, ეს გახლდათ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა და აგერ 300 მილიონიანი დავალიანებით დაამთავრა ეს წელი ჯანდაცვის სისტემამ და კრახი განიცადა", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა