საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საჯარო მოსმენაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კორნელი კაკაჩია ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საჯარო მოსმენაზე მოხსენებით გამოვიდა, სადაც იგი ამავე კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ინფორმაციით, საჯარო მოსმენა, რომელიც სათაურით „აღმოსავლეთ პარტნიორობა - განვითარების ხედვა 2020 წლის შემდეგ“ გაიმართა, მომავალ ათწლეულში აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის (EaP) განვითარების გზებს შეეხებოდა. სესიაზე, რომელიც ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სიტყვით გაიხსნა, ევროპარლამენტის წევრებმა ექსპერტებთან ერთად განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის მიღწევები და გამოწვევები როგორც რეგიონალურ, ასევე საერთაშორისო დონეზე და იმსჯელეს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 წევრ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის შემდეგომი განვითარების გზებზე.

„კორნელი კაკაჩიამ თავის მოხსენებაში „რეგიონული პერსპექტივა და მიღწევები: სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო“ ფართოდ მიმოიხილა აღნიშნულ სამ ქვეყანაში ბოლო ათწლეულში მიმდინარე პროცესები და ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დემოკრატიული რეფორმები, ეკონომიკური განვითარება და ვაჭრობა, რეგიონული თანამშრომლობა და უსაფრთხოება. მოხსენება, ასევე, მოიცავდა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტიდან მიღებული ე.წ. „გაკვეთილების“ განხილვას და ამ „გაკვეთილებზე“ დაყრდნობით შემუშავებულ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა გახდეს აღმოსავლეთ პარტნიორობა უფრო ეფექტური სამხრეთ კავკასიაში. ამავე პანელზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „უკრაინული პრიზმის“ წარმომადგენელმა ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის მიღწევებსა და გამოწვევებზე ბელარუსში, მოლდოვასა და უკრაინაში. მოსმენის დასასრულს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის წევრებმა ექსპერტებთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომ ათწლეულში განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

მოსმენაზე მიღებული ინფორმაცია დაეხმარება ევროპარლამენტის წევრებს 2020 წლის გაზაფხულზე დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის დოკუმენტის მომზადებაში,”-აღნიშნულია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს