დავოსში გიორგი გახარიას ვიზიტი დაიწყო

დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ვიზიტი დაიწყო. „წელს პრემიერს აქვს გამორჩეულად დატვირთული გრაფიკი. დაგეგმილია 30-მდე შეხვედრა, რომელიც გულისხმობს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ხასიათის შეხვედრებს და აგრეთვე, რა თქმა უნდა, იმ ღონისძიებებს, რომელიც გათვალისწინებულია დავოსის პროგრამით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, მთავრობის მეთაურის ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

პრემიერის მრჩევლის თქმით, გიორგი გახარია შეხვედრებს გამართავს როგორც პარტნიორი სახელმწიფოების, აგრეთვე მთავრობების მეთაურებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან, უმაღლეს დონეზე.

„ამასთან, იქნება დისკუსიები, რომელშიც პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას და ეს დისკუსიები დაეთმობა ევროპის მომავალს, ევროპის სამომავლო ეკონომიკურ გაძლიერებასა და უსაფრთხოებას,“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

იხილეთ ვიდეო: პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დავოსში დაიწყო

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო