„ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები 20 ივნისის დაკავებულების ოჯახის წევრებს, მათ ადვოკატებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან

ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები 20 ივნისის დაკავებულების ოჯახის წევრებს, მათ ადვოკატებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. როგორც „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, „დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს პოლიტპატიმრების მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდიან“.

„ასევე, ვესაუბრებით იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილი სასამართლოს პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იყენებს. ეს კარგადაა ცნობილი საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისთვის და ამიტომ იღებს ასეთ კრიტიკულ განცხადებებს ბიძინა ივანიშვილი. დარწმუნებული ვარ, ის კიდევ უფრო გამკაცრდება, რადგან მან გადაწყვიტა სწორედ ადამიანების დევნით და სასამართლოს ასე დამორჩილებით და დამონებით რაღაცნაირად გაიხანგრძლივოს ძალაუფლება, რაც წარმოუდგენელია. საქართველოს მეგობრები, საერთაშორისო პარტნიორები არ აპირებენ გაჩუმებას და ამის დუმილით ყურებას. გიორგი რურუა, ბუდაღაშვილი თუ ბესიკ თამლიანი არიან ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტიკური პატიმრები და არანაირი კავშირი სამართლებრივ საკითხებთან ამას არ გააჩნია", - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ზურაბ ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი არიან დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა