საქართველოში პირველად HR TECH ღონისძიება გაიმართება

30 იანვარს, 19:00სთ-ზე, ტერმინალში, საქართველოში პირველად HR TECH ღონისძიება გაიმართება. HR hub – ის ღონისძიება IT რეკრუტინგსა და HR ტექნოლოგიებს დაეთმობა.

სპიკერები იქნებიან, როგორც IT რეკრუტინგის სპეციალისტები, ასევე პროგრამისტები და დეველოპერები. მოეწყობა პანელ-დისკუსიაც.

ბაზარზე ბიზნესის მხრიდან მოთხოვნა საკმაოდ მაღალია ტექნოლოგიების სფეროს სპეციალისტებზე. შესაბამისად, IT პოზიციების რეკრუტინგი, ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ადამიანების მოძიება და დასაქმება ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა რეკრუტერებისთვის.

ამ ნაწილში პირველი სპიკერი იქნება თიბისი IT აკადემიის მენეჯერი ზურა პერტაია, რომელიც ისაუბრებს სფეროში მიმდინარე სიახლეებზე და იმაზე, თუ რა უნდა იცოდეს HR-მა IT მიმართულებით.

მეორე სპიკერი გახლავთ ირაკლი მიქიაშვილი – IT ბიზნეს პარტნიორი adjarabet.com, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება აქვს.

თემა: IT რეკრუტინგი, IT გუნდის მოტივირება, ჩართულობა და შენარჩუნება.

პანელ-დისკუსია:

  1. მარია ღლონტი, TBC ბანკი, ეჯაილ ქოუჩითემა: „თიბისი“ ეჯაილ ტრანსფორმაცია, ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანებული IT სპეციალისტი, ადვოკატი, მარკეტერი, კოპირაიტერი;
  2. ოთარ წილოსანი – გამოცდილი Fullstack ვებ-დეველოპერი. წარმატებით ჩატარებული 10-ზე მეტი სასწავლო პროგრამის მენტორი. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს ვებ დეველოპერობას ისეთ კომპანიებში როგორიც არის: Myvideo, ITDC, Adjarabet.com, Fincue. ტექნიკური ჯგუფის ლიდერი Product Savvy Consulting-ში, ამჟამად მუშაობს Chief Technology Officer (CTO) კომპანია Livo – ლივო ში;
  3. ელენე ლაცოშვილი – software architect. ელენეს 11 წლიანი გამოცდილება აქვს პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაში სხვადასხვა მიმართულებით. ამჟამად ის დაინტერესებულია ვირტუალური სისტემების შექმნის, დანერგვისა და ტესტირების პროცესების ავტომატიზაციით;
  4. სანდრო დოლიძე – დეველოპერი. პირადად ჰქონია 20-მდე გასაუბრება პატარა თუ დიდ უცხოურ კომპანიასთან მაგალითად: Google, Microsoft, Dropbox, Toptal – თან. ისაუბრებს იმაზე, თუ რატომ არჩევენ დეველოპერები ფრილანსერობას?

HR პროცესების სწრაფი და ეფექტური ადმინისტრირებისთვის საჭიროა ადამიანური რესურსების მართვის სისტემა, სწორედ ამ თემას დაეთმობა ღონისძიების მეორე ნაწილი.

ამ თემაზე ისაუბრებს: რეზო ლომიძე, “ვაბაკოს” კომერციული დირექტორი.

ვის შეუძლია ღონისძებაზე დასწრება:

  • HR მენეჯერები, IT რეკრუტერები და კომპანიის დირექტორები;
  • დეველოპერები.

ადგილები შეზღუდულია. რეგისტრაცია შესაძლებელია 27 იანვრამდე: https://bit.ly/2Hjh4jh.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: პალიტრა მედია ჰოლდინგი, ვაბაკო და Grant Thornton Georgia.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო