ბენიამინ ნეთანიაჰუ - ცუდი რაღაცები მაშინ უნდა შეაჩერო, როცა ისინი პატარები არიან, ირანი ძალიან ცუდი რამაა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ TBN-თან სატელევიზიო ინტერვიუს დროს, ებრაელების გენოციდსა და ირანის ბირთვულ ბროგრამას შორის პარალელები გაავლო.

„დღეს ჩვენ შეგვიძლია თავი დაცვათ და ვფიქრობ ოსვენციმის გაკვეთილია ის, რომ ცუდი რაღაცები მაშინ უნდა შეაჩერო, როცა ისინი პატარები არიან. ირანი ძალიან ცუდი რამეა. ის არც თუ ისე პატარაა, თუმცა მას ბევრად უფრო შეუძლია გაიზარდოს თუ ბირთვული იარაღი ექნება. პირველ რიგში ეს უნდა შევაჩეროთ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისივე თქმით, ებრაელები თავდაცვისუუნარო აღარასდროს იქნებიან იმ ძალების წინააღმდეგ, ვისაც მათი განადგურება სურთ.

„ირანი ღიად აცხადებს, რომ მას სურს ისრაელი აღიგავოს პირისაგან მიწისა. სხვათა შორის დღეს ისრაელის ებრაული მოსახლეობა 6 მილიონს აღემატება“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს