JICA-ს მხარდაჭერით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის ტექნიკური დახმარების პროგრამა შემუშავდება

სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, მოადგილესთან არჩილ ბუკიას ერთად იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის მუდმივ წარმომადგენელს იუკიჰო ეჯირის და სასოფლო-კოოპერატივების ექსპერტს ტერუნუმა ჰიროშის შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა კოოპერაციის შესახებ იაპონური გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობისთვის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

„საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიმართულებებით რეკომენდაციები შემუშავდება. კოოპერატივების საჭიროებებს იაპონელი ექსპერტების ჯგუფი შეისწავლის. ვიზიტის მიზანია ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოდელის შექმნის შესაძლებლობის შესწავლა, რომლის დასრულების შემდეგ მომზადდება რეკომენდაციები. ტექნიკური დახმარების ფარგლებში გათვალისწინებულია სასწავლო ტურების ორგანიზება იაპონიაში.

დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია 1044 სასოფლო-სამეურნეო კოპერატივი, რომელიც 10 739 მეპაიეს აერთიანებს. სასოფლო-სამეურნეო დარგში კოოპერაციის მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. რაც გულისხმობს მცირე ფერმერთა გაერთიანებით, მათი ძალებისა და რესურსების კონსოლიდაციით ბიზნესზე ორენტირებული სუბიექტების ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს,”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - აშშ და ჩინეთი რუსეთის გარეშე ბიპოლარული სისტემის ჩამოყალიბების პროცესში არიან, რუსეთი პოლუსი კარგა ხანია აღარ არის, იგი მხოლოდ პროჩინურ ბანაკშია
ქართული პრესის მიმოხილვა 30.10.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა მიიღო
სილქ როუდ ჯგუფმა წარმატებით დაასრულა 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების განთავსება
"ყველაფერი UG ქონების შესახებ" - საქართველოს უნივერსიტეტის ქონების შეძენასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი საჯაროა
შუა დერეფნის პერსპექტივები გლობალური კონფრონტაციისა და არასტაბილურობის პირობებში
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს