თბილისის მერიასთან „ანას ბაღთან“ მცხოვრებმა მოსახლეობამ აქცია გამართა

თბილისის მერიასთან „ანას ბაღთან“ მცხოვრებმა მოსახლეობამ აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა, თბილისის მერიაში „ანას ბაღის“ ტერიტორიაზე მშენებლობის ბათილად ცნობისა და შეჩერების მოთხოვნით საჩივარი შეიტანეს.

„ჩვენ შეგვაქვს საჩივარი მშენებლობის ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ. ასევე, მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით მივმართავთ თბილისის მერიას და მერიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობაზე. თუ მერია არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, შემდეგ დავას გავაგრძელებთ სასამართლოში. მშენებლობის ბრძანებები გაცემულია კანონის სრული დარღვევით, პარკის ცენტრალური შესასვლელი არის გადაკეტილი და მოქალაქეები ვერ შედიან პარკში ცენტრალური შესასვლელით. ახლა უკვე ბურთი არის მერიის მხარეს, მერიამ უნდა მიიღოს სამართლებრივი გადაწყვეტილება. მერის განცხადებების მერე დიდი იმედი არ გვაქვს, რომ ეს საჩივარი იქნება გაზიარებული, მაგრამ ესაა სამართლებრივი პროცედურა. ჯერ უნდა მივმართოთ თბილისის მერს, შემდეგ სასამართლოს”, - განაცხადა ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო