თეა წულუკიანი - იმაზე, რაც სტალინმა შექმნა, დღეს პასუხისმგებელი ვერ იქნება იუსტიციის მინისტრი

იმაზე, რაც შექმნა სტალინმა, პასუხისმგებელი დღეს ვერ იქნება იუსტიციის მინისტრი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სახალხო დამცველის მოხსენებას ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის და არაფორმალური მმართველობის შესახებ. მინისტრის თქმით, სახალხო დამცველს "ამდენი ამბავი" არ უნდა დასჭირდეს იმისთვის, რომ სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასოს.

„ვერ მივიღებ კრიტიკას იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც მრავალი წლის წინ მოხდა და ამ დროს ვიხილავთ 2019 წლის მდგომარეობას პენიტენციურ სისტემაში. ასევე, ვერ დავეთანხმები იმას, რომ თითქოს როდესაც პარლამენტის გადაწყვეტილებით წულუკიანმა გააერთიანა ციხეების სისტემა, მაშინ აღორძინდა რაღაც ტიპის სუბკულტურა. იმაზე, რაც შექმნა სტალინმა, პასუხისმგებელი დღეს ვერ იქნება იუსტიციის მინისტრი. ძალიან კარგია, რომ განხილვის დროს სახალხო დამცველმა თავად აღიარა, რომ ის სუბკულტურა იუსტიციის სამინისტროს და მინისტრს კი არ უკავშირებს, არამედ ეს არის საბჭოთა გადმონაშთი. როგორც იქნა მოვისმინეთ ეს მისგან. ასევე, როგორც იქნა, სხდომის ბოლოს სახალხო დამცველისგან მოვისმინეთ ჩემ მიერ დამტკიცებული პენიტენციური სისტემის განვითარების ორწლიანი სტრატეგიის დადებითი შეფასება. თუმცა ამდენი ამბავი არ უნდა იყოს სახალხო დამცველისთვის საჭირო, რათა მხარი დაგვიჭიროს და დაგვეხმაროს,"- განაცხადა წულუკიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა