ვახტანგ ძაბირაძე - რაც წულუკიანი მინისტრი გახდა, მისთვის დამახასიათებელია იყოს უფრო შემტევი, ვიდრე დაცვის ან თავის მართლების რეჟიმში

რაც თეა წულუკიანი მინისტრი გახდა და გამოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე, მისთვის დამახასიათებელია იყოს უფრო შემტევი, ვიდრე დაცვის ან თავის მართლების რეჟიმში, - ამის შესახებ ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ რადიო „პალიტრის“ გადაცემა „შუადღის სტუდიაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, პენიტენციური სისტემა საქართველოში საბჭოთა დროიდანააა მოყოლებული.

„შედარებაც არ შეიძლება იმ სისტემასთან რაც იყო სააკაშვილის დროს. პენიტენციურ სისტემაში რაღაც დონის წესრიგი კახიშვილის დროს იყო, საჭირო იყო მისი შენარჩუნება და გამყარება. ასეთი სტრუქტურების მექანიკური შეერთება, როცა ხდება იქ ირევა ყველაფერი. მე ვფიქრობ, გაერთიანების გამო რაღაც ყურადღება მოაკლდა ამ სისტემას. პენიტენციურ სისტემაში ძალიან ბევრი ინტერესები იკვეთება, როგორც პიროვნული, ისე უწყებრივი. უკეთესი ნაბიჯები კი კახიშვილის დროს გადაიდგა და ეს უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ლაპარაკი იმაზე, რომ ადრე იყო ცუდი, არასწორია. ცუდი იყო, ნამდვილად, მაგრამ იმასთან შედარება კი არ გვინდა, გვინდა რომ ძალიან წინ წავიდეთ, მოიხსნას საქართველოში პენიტენციურ სისტემაში უარყოფითი შეფასებები, იქნება ეს ქურდული მენტალიტეტი, ე.წ. ობშჩიაკები, წამება თუ ა.შ. წინ უნდა წავიდეთ“, - განაცხადა ძაბირაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა