თეა წულუკიანი - 8 წელი საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს ერთ სისტემას

8 წელი საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს ერთ სისტემას, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა 2020 წლის არჩევნების შემდეგ მისი პოლიტიკური გეგმების შესახებ დასმულ კითხვას. მისივე თქმით, ის პოლიტიკაში დარჩენას „ქართული ოცნების" გუნდთან ერთად აპირებს.

გარდა ამისა, როგორც თავად აღნიშნა, წულუკიანი წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართვას გეგმავს.

„თუკი იქნება „ქართული ოცნების" სურვილი, ვაპირებ პოლიტიკაში მათთან ერთად დავრჩე. რაც შეეხება იუსტიციის მინისტრობას, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტროში ჩემი და ჩემი თანამებრძოლების საქმიანობის სრული 8 წელი იქნება შესრულებული. პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს ერთ სისტემას. დაველოდებით, როგორი იქნება „ქართული ოცნების" გადაწყვეტილება. მანამდე მე პირადად ვაპირებ, რომ „ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიაში ძალიან აქტიურად ჩავერთო. მე მაქვს უფლება ვიყო მინისტრი და ამავდროულად ვიყო სუპერაქტიური, ვიდრე რომელიმე წინა არჩევნების დროს მინისტრობისას ვყოფილვარ. სწორედ ამას ვაპირებ, რადგან მე, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოში წარსულის დაბრუნება არ დავუშვა.

მჯერა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მთლიანად სისტემა გაისად ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული „ქართული ოცნების" წარმომადგენლის მიერ იქნება მართული,"- განაცხადა წულუკიანმა.

სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს