ლევან დავითაშვილი ფერომონების მწარმოებელი კომპანიის „ტრესე“ აღმასრულებელ დირექტორს, ბილ ლინგრენს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს და ფერომონზე დაფუძნებული პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის „ტრესე“ აღმასრულებელ დირექტორს, ბილ ლინგრენს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობი სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ბრძოლის ღონისძიებების შედეგად, 2019 წელი, თხილის მოსავლის რაოდენობითა და ხარისხით გამორჩეული იყო. აღნიშნული შედეგის მიღწევაში აქტიური მხარდაჭერისთვის მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მადლობა გადაუხადა.

“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს