ნინო ლომჯარია - ამ ვიდეოში ვერაფერი უკანონო ვერ დავინახე, პირიქით, მიმაჩნია, რომ სერიოზული კითხვებია მის მოპოვებასთან და შენახვასთან დაკავშირებით

მე ამ ვიდეოში ვერაფერი უკანონო ვერ დავინახე, პირიქით, მიმაჩნია, რომ სერიოზული კითხვებია ამ ვიდეოს მოპოვებასთან და შენახვასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან სათვალთვალო კამერების იმ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე დეპუტატებს უჩვენა.

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ისინი ამ საკითხს შეისწავლიან.

„არსებობს სიტუაციები, როცა პატიმართან ურთიერთობის დროს შესაძლოა საჭირო იყოს ადამიანურ ურთიერთობაში და ნდობაში შესვლა. ჩვენი წარმომადგენლები ამ მიდგომებს ირჩევენ ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე. მე ამ ვიდეოზე ვერაფერი უკანონო ვერ დავინახე, პირიქით, მიმაჩნია, რომ სერიოზული კითხვებია ამ ვიდეოს მოპოვებასთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის შენახული და დაარქივებული ამდენი ხნის განმავლობაში, მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. სახალხო დამცველი ამ საკითხის, მისი კანონიერების შესწავლას აუცილებლად დაიწყებს, ასევე, შევისწავლით რამდენად ხდებოდა უკანონო მიყურადება, თვალთვალი", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრო არც მათთვის გაგზავნილ და არც ევროპის წამების პრევენციის კომიტეტისთვის გაგზავნილ კორესპონდენციაში ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის პრობლემას არ უარყოფს, ამიტომ დღევანდელი მწვავე განცხადებები ყურადღების სხვაგან გადატანას ემსახურებოდა.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ ანგარიშში ასახულ პრობლემებზე დაწყებულია გამოძიება და მისთვის გაუგებარია თავად რატომ არ მიმართა შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა გამოძიებას, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ სახალხო დამცველზე ცნება დანაშაულის შეუტყობინებლობა არ ვრცელდება.

„სახალხო დამცველი არის გამონაკლისი და მას აქვს სრული დისკრეცია მიიღოს გადაწყვეტილება, ის ინფორმაცია რაც მისთვის ცნობილი გახდა როგორც სახალხო დამცველისთვის, გაანდოს თუ არა სამართალდამცავებს და ვერავინ პასუხს მას შემდეგაც კი, როცა არ ვიქნები სახალხო დამცველი, სახალხო დამცველს ვერ მოსთხოვს , რატომ არ მიაწოდა სამართალდამცავებს ესა თუ ის ინფორმაცია", - განაცხადა სახალხო დამცველმა.

მისივე თქმით, ისინი ამ საკითხებზე გადაწყვეტილებებს ინდივიდუალური რისკების შეფასების შედეგად იღებენ, ამ შემთხვევაშიც გაანალიზებენ, რა დოზით შეუძლიათ სამართალდამცავებს ინფორმაცია მიაწოდონ. მისივე თქმით, სახალხო დამცველი პატიმრის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს. თუმცა, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ამ პირების იდენტიფიკაცია მარტივად არის შესაძლებელი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ მათი ვინაობა იცის.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მინისტრმა თეა წულუკიანმა ვიდეოჩანაწერი წარადგინა, სადაც, მისი თქმით, ასახულია სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც „ორჯერ ადუღებინებს ყავას პატიმარს, მიირთმევს მის შოკოლადს და 4 საათი რჩება ე.წ. მონიტორინგის ცენტრში“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა