თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან აცნობეს, შეხვედრის მიზანს 2019 წელს სამინისტროს თნამშრომელთათვის სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებული ტრენინგების შეჯამება და სამომავლო თანამშრომლობის ფორმებზე მსჯელობა წარმოადგენდა.

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) ხელშეწყობით 2019 წლის განმავლობაში სამინისტროს სხვადასხვა ერთეულის 40-მდე თანამშრომელმა გაიარა ტრენინგები, როგორც საქართველოში ასევე თურქეთში.

შეხვედრის ფარგლებში, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის პროგრამის ხელმძღვანელმა ნეჯლა დემირდაღმა სამინისტროსა და სააგენტოს შორის სამომავლო თანამშრომლობის ფორმებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ 2019-2020 წლები სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის წლებად გამოაცხადა და 2020 წელსაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვას.

ნეჯლა დემირდაღის განცხადებით, სააგენტო ასევე განიხილავს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან სამომავლოდ სხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასაც.

გიორგი ანთაძე - საქართველომ რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე -  გაბრაზებული ამომრჩევლები ხმას მცირე პარტიებს მისცემენ, პარლამენტის გასაღები სწორედ მცირე პარტიების და  ახალი სახეების ხელშია
„ციტადელი“ მომხმარებელს ახალ შოურუმში ეპატიჟება
როგორ ვისარგებლოთ თიბისი ფეის აპლიკაციით
კრედო ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშესაწყობად 36 მილიონი ლარის მოცულობის საფინანსო ხელშეკრულება გაფორმდა