ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებულ ვახტანგ რობაქიძეს „ავერსის“ კლინიკაში გამოკვლევა ჩაუტარდა

დეპუტატ ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებულ ვახტანგ რობაქიძეს, „ავერსის“ კლინიკაში მუცლის ღრუს პირველადი გამოკვლევა ჩაუტარდა.

მკურნალი ექიმის განცხადებით, რობაქიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად საჭიროა სრული გამოკვლევის ჩატარება, რასაც ორი დღე დასჭირდება.

"პაციენტმა გარკვეული ჩივილებით მოგვმართა, რის გამოც უტარდება გამოკვლევა. გამოკვლევის მხოლოდ პირველადი შედეგები გვაქვს, საბოლოო შედეგების მონაცემები

ჯერ არ გვაქვს. ამ შედეგების მიღებას დასჭირდება დაახლოებით ორი დღე და მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება დასკვნა თუ რა მდგომარეობა აქვს პაციენტს",- განაცხადა ქირურგმა ბადრი ქობალავამ.

შეგახსენებთ, რომ 19 იანვარს, ვახტანგ რობაქიძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 7 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობდა, რა დროსაც ვახტანგ რობაქიძესა და ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

რობაქიძე სამართალდამცავებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

ამასთან, ვახტანგ რობაქიძეს ანი ოხანაშვილის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 239-ე მუხლებით წარუდგენეს, რაც მუქარასა და ხულიგნობას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა