დონალდ ტრამპმა გარემოსდამცველ აქტივისტებს „სიკვდილის მაუწყებლები“ უწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტმა ყურადღება ამერიკის მიერ მისი პრეზიდენტობის დროს მიღწეულ წარმატებებზე გაამახვილა და გაზრდილ სამუშაო ადგილებზე, საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებებსა და სოციალურ პროექტებზე ისაუბრა.

„უზარმაზარი სიმდიდრე მოედინება ისეთ ადგილებში, რომელთაც ბოლო 100 წლის მანძილზე არაფერი უნახავთ. დედამიწაზე არ არსებობს უკეთესი ადგილი, ვიდრე შეერთებული შტატები“,-განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა გარემოსდაცვით საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება და გარემოსდამცველ აქტივისტებს „სიკვდილის მაუწყებლები“ უწოდა. მისი თქმით, „შიში და ეჭვი არ არის კარგი აზროვნების პროცესი“.

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ უერთდება 1 ტრილიონი ხის ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოს მასშტაბით 1 ტრილიონი ხის დარგვას.

ცნობისთვის, შვეიცარიაში, ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იმართება, რომელსაც მსოფლიო ლიდერები ესწრებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა