ანრი ოხანაშვილი - ვახტანგ რობაქიძის განცხადებაზე კიდევ რაიმე ტიპის კომენტარი სამარცხვინო იქნება

ვახტანგ რობაქიძის განცხადებაზე კიდევ რაიმე ტიპის კომენტარი სამარცხვინო იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ვახტანგ რობაქიძის განცხადებას, რომ მას ბაკურიანის პოლიციის განყოფილებაში დაზიანებები მიაყენეს. ოხანაშვილის თქმით, ყველა ცივილური საზოგადოებისთვის მოსისხლე მტერთან კამათი, სამი მცირეწლოვანი შვილის და მეუღლის თანხლებით, დასაგმობია. მისი თქმით, ვახტანგ რობაქიძეს არც ღირსება და არც კაცობა არ გააჩნია.

„მოსისხლე მტერსაც არ ეკამათებიან სამი მცირეწლოვანი შვილის და მეუღლის თანდასწრებით. ამ ადამიანმა, რომელსაც არც კაცობის და არც ღირსების ნატამალი არ გააჩნია, სწორედ ეს გამოიყენა, რომ მარტო არ ვიყავი. დარწმუნებული ვარ, მარტო რომ ვყოფილიყავი, ვერ მოვიდოდა. ყველა ცივილური საზოგადოებისთვის მოსისხლე მტერთან საუბარი და კამათი, სამი მცირეწლოვანი შვილის და მეუღლის თანხლებით, დაუწერელი რამ არის. ყველა ცივილურ საზოგადოებაში ასეთი რამ დასაგმობია. არც კაცობაში, არც ღირსებაში, არც მორალში ეს არ წერია. ეს ყველაფერი ამ ადამიანმა იკადრა და გააკეთა. ამ ადამიანის განცხადებაზე კიდევ რაიმე ტიპის კომენტარი სამარცხვინო იქნება,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 19 იანვარს, ვახტანგ რობაქიძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 7 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობდა, რა დროსაც ვახტანგ რობაქიძესა და ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

რობაქიძე სამართალდამცავებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

ამასთან, ვახტანგ რობაქიძეს ანი ოხანაშვილის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 239-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც მუქარასა და ხულიგნობას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა