„ლელოს“ წევრი გიგლა მიქაუტაძე - დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრების უნაყოფო ვიზიტების სიას კიდევ ერთი შეემატება

დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრების უნაყოფო ვიზიტების სიას კიდევ ერთი შეემატება, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა.

,,უნაყოფო შეხვედრები - მხოლოდ ასე შეიძლება დავახასიათოთ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ყველა წარსული ვიზიტი დავოსის ფორუმზე, რომელშიც ყოველ წელს პრემიერ-მინისტრები, ივანიშვილით დაწყებული და ბახტაძით დამთავრებული, მონაწილეობას იღებდნენ, მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებსაც ხვდებოდნენ და გვიმტკიცებდნენ, რომ ეს კომპანიები საქართველოში ინვესტირებით იყვნენ დაინტერესებული.

გთავაზობთ იმ კომპანიების სიას, რომლებსაც საქართველოს უმაღლესი პირები შეხვდნენ:

2013: Meridian Capital, РусГидро, Blackstone, J.P. Morgan

2014: Layard, Tata Sons, Emaar Properties, Jumeirah, Blackstone Group, Aggo, Royal Philips

2015: CVC Capital Partners, Tech Mahindra

2016: TATA Group, BP, Majid Al Futtaim,

2017: Microsoft, BP, Adecco Group, Denso, Vestas Wind Systems, Ginkgo Bioworks, Limak,

2018: Wipro-ს, JSW Group, Lulu Group, Hillwood

2019: AGILITY LOGISTICS, ACCIONA, Stena Rederi

მივმართავ კითხვით საქართველოს მთავრობას: ჩამოთვილი კორპორაციებიდან, რომელმა განხორციელა ინვესტიცია საქართველოში და რა ოდენობით?

სამწუხაროდ, ოფიციალური სტატისტიკა „ქართული ოცნების“ სრულ კრახზე საუბრობს ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. 2019 წლის სამ კვარტალში, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 900 მლნ დოლარი შეადგინა, რაც, ფაქტობრივად, 2011 წლის მაჩვენებლს უდრის. ასეთი დაბალი შედეგებით კი, მან გაუშვა ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნისა და ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდის შესაძლებლობა. გიორგი გახარიას წლევანდელი ვიზიტი მსოფლიო ეკონომიკის ფორუმზეც, დიდი ალბათობით, ისევე უშედეგოდ დასრულდება, როგორც მისი წინამორბედების, რადგან საქართველოს საინვესტიციო კლიმატი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე, დღითიდღე უარესდება“, - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა