„კლუბ ბასიანის“ თანამშრომლებზე განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა

„კლუბ ბასიანის“ თანამშრომლებზე განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 12 იანვარს „კლუბ ბასიანის“ თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული არაერთი საგამოძიებო მოქმედების და დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ბ. ჩ.-ს დაუზუსტდა ბრალდება.

„მას წარედგინა ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხულიგნური ქვენა გრძნობით, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.

ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ კლუბ „ბასიანთან" 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ", მე-5 ნაწილის "გ", მე-7 ნაწილის "ა" და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ხულიგნობას გულისხმობს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო