თამარ ჩუგოშვილი - სამწუხაროდ, არ ველოდები, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ცვლილებები  იქნება

არ ველოდები და არ მგონია, რომ რეალური ცვლილებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, პროცესები სავარაუდოდ, ისევ ქუჩაში გადავა, რადგან მოლაპარაკებები უშედეგოდ დამთავრდება. ამასთან, ყოფილი პირველი ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ამ საკითხზე ბიძინა ივანიშვილია, თუმცა, მიიჩნევს, რომ შედეგის თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, დაესწრება თუ არა ის ამ მოლაპარაკებებს.

"საარჩევნო სისტემის ჩაგდებამ გამოიწვია ქუჩის პროცესი, მოლაპარაკებების დაწყებამ შემდგომ ეს შეანელა ცოტა, დაიწყო დიალოგის პროცესი და როცა თვეების განმავლობაში დიალოგს შედეგი არ მოაქვს, ლოგიკურია, რომ შემდეგ მოხდება ისევ ამ პროცესების ქუჩაში გადასროლა. მე პირადად, სამწუხაროდ, არ ველოდები და არ მგონია, რომ რეალური ცვლილებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით იქნება. ფაქტია, ყველა წინა შეხვედრა, რომელიც გაიმართა კონკრეტული შეთანხმებით ვერ დასრულდა. ეს მორიგი შეხვედრა, რომელიც მალე გაიმართება, არ ვიცი, რამდენად იქნება შედეგის მომტანი. მე არ მაქვს იმის განცდა, რომ ჩვენ გვექნება უფრო სამართლიანი სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის. რა თქმა უნდა, ამ მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულება ისევ გააცოცხლებს ქუჩის პროცესს. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები პირი ის არის იმიტომ, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე და ყველაზე გავლენიანი ადამიანია, რა თქმა უნდა, მისი პოზიციაა ყველაზე გადამწყვეტი.

რაც შეეხება შეხვედრაში უნდა მიიღოს თუ არა მან მონაწილეობა, ამას არ მგონია, რომ შედეგისთვის რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს და შედეგზე მოახდინოს რაიმე გავლენა იმან, იმ შეხვედრაზე იმ ოთახში იქნება თუ არა,“- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო