ევროპარლამენტარი  - ჩემთვის ცუდი მოსასმენია, როცა მმართველი პარტიის წარმომადგენელი საუბრობს, ან ჩივის ცუდი ოპოზიციის შესახებ, ეს არ არის დემოკრატიის წესები

ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ჩემთვის ცუდი მოსასმენია, როცა მმართველი პარტიის წარმომადგენელი საუბრობს, ან ჩივის ცუდი ოპოზიციის შესახებ, ეს არ არის დემოკრატიის წესები,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუნკიავიჩენემ ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

„ეს წელი საქართველოსთვის იქნება დემოკრატიის ტესტი. ჩვენ ყურადღებით გაკვირდებით. თქვენ გყავთ ბევრი ევროპელი მეგობარი ევროპარლამენტში, არა ერთი, ან მეორე პოლიტიკური პარტიის მეგობრები არამედ საქართველოს მეგობრები. ჩვენი შეშფოთება კვლავ ეხება ჩააბარებს, თუ არა მმართველი პარტია დემოკრატიის გამოცდას. ვწუხვარ, რომ ვამბობ, მაგრამ ჩემთვის იყო ცუდი მოსასმენია, როცა მმართველი პარტიის წარმომადგენელი საუბრობს, ან ჩივის ცუდი ოპოზიციის შესახებ. ეს არ არის დემოკრატიის წესები. როცა, ჩვენ ვხედავთ თავდასხმას ოპოზიციაზე, არასამთავრობოებზე, მედიაზე, მოწინააღმდეგეებზე, ეს თქვენ, საქართველოს არ დაგეხმარებათ ახალი მეგობრები იპოვოთ ევროპარლამენტში. ვერ დაარწმუნებთ მეტ ხალხს, რომ მხარი დაგიჭირონ“,-განაცხადა ევროპარლამენტარმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა