ანდრიუს კუბილიუსი ქართულ დელეგაციას - არის საქართველოში ოპოზიციის რომელიმე ლიდერი, რომელიც პროკურატურაში არაა გამოძახებული?

თქვენი პარტიების ლიდერები დამპირდნენ, რომ საარჩევნო სისტემაში პროპორციული ელემენტები იქნებოდა, ასე რომ, გადაეცით ჩემი სურვილი - მე კვლავ ველოდები, როდის დადგება ეს შედეგი, რადგან ამ შედეგის გარეშე თქვენი არჩევნების მიმართ საერთაშორისო ნდობა ძალიან ლიმიტირებული იქნება, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა ანდრიუს კუბილიუსმა ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

ევროპარლამენტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას მიერ სიტყვით გამოსვლის შემდეგ ევროპარლამენტარებმა ისაუბრეს.

„მე ბევრი შეხვედრა მქონდა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე, მმართველ პარტიასთან, პარტიის ლიდერისა და პარლამენტის თავმჯდომარის ჩათვლით. ასე რომ, მინდა, გთხოვოთ, რომ თქვენი პარტიების ლიდერებს ჩემგან ერთი ძალიან მარტივი გზავნილი გადასცეთ. მე ისინი დამპირდნენ, რომ დიალოგს შედეგი ექნებოდა და საარჩევნო სისტემაში პროპორციული ელემენტები იქნებოდა. ასე რომ, გადაეცით ჩემი სურვილი - მე კვლავ ველოდები, როდის დადგება ეს შედეგი, რადგან ამ შედეგის გარეშე თქვენი არჩევნების მიმართ საერთაშორისო ნდობა ძალიან ლიმიტირებული იქნება. დაბოლოს, შეგიძლიათ, მითხრათ, არის საქართველოში ოპოზიციის რომელიმე ლიდერი, რომელიც პროკურატურაში არაა გამოძახებული?“ - განაცხადა კუბილიუსმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა