მიხეილ კალანდიას ადვოკატი აცხადებს, რომ ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძის მიერ კალანდიას წინააღმდეგ მიცემული ჩვენება არაადეკვატურია

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძის მიერ მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ მიცემული ჩვენება არაადეკვატურია. აღნიშნულის შესახებ თოდუამ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც თოდუა განმარტავს, მოწმის სახით დაკითხული მსჯავრდებულის ჩვენებები სხვა მის ჩვენებებთან წინააღმდეგობაში მოდის. როგორც ადვოკატი აცხადებს, გუგა ბარბაქაძეს მსგავსი ჩვენების მიცემის დავალება პროკურატურისგან აქვს.

„მოწმემ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მოგვცა. მოწმემ ისეთი ახალი გარემოებების შესახებ ისაუბრა, რომელიც მას აქამდე გაჟღერებული არ ჰქონია. მსჯავრდებულ ბარბაქაძის მიმართ განხორციელებულია ფარული საგამოძიებო მოქმედება, როცა ის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა. იქ ბარბაქაძე საერთოდ სულ სხვა რამეს ამბობს, მაგრამ ეს პატივცემული მოწმე დღეს სულ სხვა რამეს აცხადებს. თურმე, სანამ ფარული საგამოძიებო მოქმედებები დაიწყებოდა, მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელეს პოლიციელებმა, მაგრამ მან ვერცერთი პოლიციელის აღწერა ვერ შეძლო. მოწმის თქმით, რაღაც ჩანაწერი მისცეს და ამ ჩანაწერით ხელმძღვანელობდა. კითხვაზე, იყო თუ არა ამ ჩანაწერში რამე ტექსტი, რომელიც კალანდიას მონაწილეობას გამორიცხავდა, მან განაცხადა, რომ კალანდიას შესახებ ჩემთვის არავის არაფერი დაუვალებია და არ უთხოვიაო. დღეს პატივცემული მოწმე ამბობს, რადგან ორი წელია გასული, დეტალები არ მახსოვს, მაგრამ 2018 წლის 30 ივნისს, როცა დავიკითხე გამომძიებლის მიერ, მაშინ უკეთესად მახსოვდა და რა ინფორმაციაც იმ გამოძიებაში მაქვს მიწოდებული, ის არის მართალიო. ის გაცილებით ადრე, 17 მაისს არის სასამართლოში დაკითხული, იმ მომენტში ყველაფერი უკეთ მახსოვდა და ის არის ნამდვილიო, თქვა. ის ამ ორ ჩვენებაში ამბობს ასეთ რაღაცას, რომ მან დაინახა, როგორ ურტყამდნენ კალანდია და გ.მ. დავით სარალიძეს რაღაც გაურკვეველ საგანს. ეს გაურკვეველი საგნის აღწერილობა მან გამომძიებელს არ განუმარტა მაშინ, მაგრამ დღეს განმარტა, რომ ეს რაღაც გაურკევველი საგანი შესაძლოა ყოფილიყო 5, 7, 8, 10 სმ საგანი, რომელსაც ჰქონდა რაღაც წაწვეტებული, მაგრამ ეს არ იყო დანა. ვფიქრობ, ზუსტად ეს დავალება აქვს მას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, დღეს მოქმედი პროკურატურის მიერ, რომ მან ეს ჩვენება გამოძიებას მისცეს, რათა ის გადაწყვეტილება, რაც ხელისუფლებას კალანდიას მიმართ ჩაფიქრებული აქვს, საქმეში ჩადონ. ამ მოწმის ჩვენება არაადეკვატურია, ის წინააღმდეგობაში მოდის მის 4 ჩვენებასთან. ლოგიკურია კითხვა, როდის ამბობს ის სიმართლეს, მაშინ, როცა ფარულად ჩაწერეს, მაშინ როცა სასმართლოში მისცა ჩვენება, პოლიციის განყოფილებაში ისაუბრა, თუ დღევანდელ პროცესზე?“, - განაცხადა თოდუამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა