არჩილ თალაკვაძე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს, სევერინ შაპაზს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ საქართველოში განხორციელებულ საქმიანობას შეეხო, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

მათივე ცნობით, არჩილ თალაკვაძემ სტუმრებს, საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გააცნო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს