გრიგოლ  ვაშაძე - ციხეებში ისევ დაბრუნდნენ მაყურებლები, "კანონიერი ქურდები" და ყველა უმსგავსობა, რაც გვეგონა რომ აღმოიფხვრა

წულუკიანის მაგივრად, ვისაც ხელეწიფება ციხეებში წესრიგის დამყარება ის მოვა და იქნება მეორე წულუკიანი შარვალში თუ ქვედატანში ამას მნიშვნელობა არ აქვს - ასე შეაფასა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის " წევრმა გრიგოლ ვაშაძემ იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება, მისი თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ.

გრიგოლ ვაშაძე ასევე გამოეხმაურა იმ კადრებს, რომელიც თავად თეა წულუკიანმა გამოაქვეყნა.

"ფაქტი, რომ ციხეებში ისევ დაბრუნდნენ მაყურებლები, "კანონიერი ქურდები" და ყველა უმსგავსობა, რაც გვეგონა რომ აღმოიფხვრა, ისევ დაბრუნდა, ამიტომ არ მიკვირს ის კადრები, რომლებიც გავრცელდა, ლომჯარიას მოხსენებაში, ეს უკეთესად იყო ჩამოთვლილი. ტრაგედია იცით რა არის? ბატიაშვილი-ჩხენკელზე იცვლება, მერე ისევ ბატიაშვილი მოდის და ქალბატონი წულუკიანის მაგივრად, ვისაც ხელეწიფება ციხეებში წესრიგის დამყარება ის მოვა და იქნება მეორე წულუკიანი შარვალში თუ ქვედატანში, ამას მნიშვნელობა არ აქვს ",-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა