ვლადიმერ პუტინი ყოფილ გენპროკურორს ჩრდილო კავკასიის რეგიონში თავის  სრულუფლებიან წარმომადგენლად ნიშნავს

რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ყოფილი გენერალური პროკურორი იური ჩაიკა ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში პრეზიდენტის სრულუფლებიან წარმომადგენლად ინიშნება. ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა.

პესკოვის განცხადებით, დანიშვნის შესახებ ფორმალური ბრძანებისთვის პრეზიდენტს ხელი ჯერ არ მოუწერია.

ვლადიმერ პუტინმა ჩაიკას მიმართა, რომ მისი დანიშვნა ამ თანამდებობაზე აუცილებელია როგორც ჩრდილო-კავკასიის რეგიონისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის.

პუტინის თქმით, რეგიონში უამრავი საკითხია მოსაგვარებელი, განსაკუთრებით სოციალურ სფეროში, კორუფციასთან დაკავშირებით და აქტუალურია ტერორიზმთან ბრძოლის საკითხი.

იური ჩაიკა რუსეთის გენპროკურორის თანამდებობიდან 20 იანვარს გათავისუფლდა, მის ნაცვლად კი საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი იგორ კრასნოვი დაინიშნა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა