მურთაზ ზოდელავა -  უნდა დაიწყოს გამოძიება და გაირკვეს, სად მიდის  ფული, რომელსაც "ოფშიაკს" ეძახიან

"ოფშიაკის" მთავარი ამოცანაა, რომ მოქრთამონ მაღალჩინოსნები, სხვა დანიშნულება "ოფშიაკს" არ აქვს. როცა ამას აგროვებ, ე.ი. მინისტრის მოადგილეს, ციხის დირექტორს იქედან ფული მისდის, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მურთაზ ზოდელავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ზოდელავამ აღნიშნა, სახალხო დამცველის მიერ დღეს გაჟღერებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გამოძიება უნდა დაიწყოს.

„არ არსებობს ე.წ. საერთო, ე.წ. ოფშიაკი კორუფციის გარეშე. ეს მექანიზმი ყოველთვის არსებობს იმისთვის, რომ მოქრთამონ ციხის დირექტორები, მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, მინისტრებიც. აუცილებლად უნდა დაიწყოს სკურპულოზური გამოძიება და გაირკვეს, სად მიდის ეს ფული, რომელსაც "ოფშიაკს" ეძახიან. "საერთოს" უპირველესი დანიშნულება არის მაღალჩინოსნების მოქრთამვა. ძალიან კარგად გვახსოვს შევარდნაძის დროინდელი მდგომარეობა, როდესაც ციხეებში იკრიბებოდა "ოფშიაკი". აქედან წილი მიდიოდა შინაგან საქმეთა მინისტრთანაც და ასევე იუსტიციის მინისტრთანაც, რომელიც მაშინაც ციხეების ე.წ. მმართველი იყო. დღესაც მოდელი იგივენაირია. უპირველესი მოცემულობა, რამაც უნდა დაგვაინტერესოს, არის გამოძიება და გამორკვევა იმისა, თუ რომელი მაღალი თანამდებობის პირების მიზნით ხდებოდა ე.წ. ოფშიაკის აგროვება. უნდა გაირკვეს, ვისთან მიდიოდა ეს ფული და იყვნენ თუ არა ამაში ჩართულები იუსტიციის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და მათი მოადგილეები“, - განაცხადა ზოდელავამ.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის პოლიტიკურ პასუხისმგებლობის საკითხს, მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ თეა წულუკიანი ხვალვე გადადგება.

„წარმოუდგენელია, როდესაც საპარლამენტო ფორმატში მიმდინარეობს განხილვა და აქ მინისტრი იყენებს ფარულ ჩანაწერებს. არც მალავს, რომ მისი დავალებით ხდებოდა ამ ჩანაწერების გავრცელება. ნაცვლად იმისა, რომ სახალხო დამცველის ყოველი სიტყვის გაანალიზება ხდებოდეს, თვითონ სახალხო დამცველი ხდება თავდასხმის ობიექტი უშუალოდ მინისტრისგან.

არ გვაქვს იმის გარანტიები, რომ ქალბატონ ლომჯარიაზე არ მიმდინარეობს სხვა ზეწოლაც, რომელზეც ჩვენ ჯერ საქმის კურსში არ ვართ. რა ტიპის მანიპულაციებით, რა ტიპის ჩანაწერებით ახდენენ ამ ადამიანზე გავლენას "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები, ჩვენთვის უცნობია, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ ეს ვითარება გაცილებით მძიმე იყოს ვიდრე დახეული ჯინსების ეპიზოდი და სხვა ბერკეტებიც იქნას გამოყენებული, რომ გააჩუმონ, დაადუმონ სახალხო დამცველი, რომელმაც დეტალური ინფორმაცია წარმოუდგინა საზოგადოებას.

გვაქვს ეჭვები, რომ სახალხო დამცველზე მთლიანად სახელმწიფო სისტემის მხრიდან განხორციელდეს ზეწოლა. ამის უზრუნველყოფას ახდენს თავად წულუკიანი, ეს ქალბატონი არ მალავს და იყენებს ამა თუ იმ ჩანაწერებს, მან საჯარო დისკუსიებში შემოიტანა ფარული ჩანაწერები, რაც პირდაპირი საფუძველია მისი სამსახურებრივი პასუხისმგელობის და თანამდებობიდან გადადგომის. კარგი იქნება, თუ ქალბატონი წულუკიანი ხვალვე გადადგება, ობიექტური გამოძიება კი დაადგენს სად და ვისთან მიდიოდა "ოფშიაკიდან" აღებული ფული. ამასთან, ხდება თუ არა სახალხო დამცველზე ზეწოლა მისი დადუმების მიზნით და იყენებენ თუ არა მაშინ ფარულ ჩანაწერებს და სხვაგვარ უკანონო საშუალებებს“, - განაცხადა ზოდელავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს