პრემიერ-მინისტრი დავოსში ახალგაზრდა ქართველი სტარტაპერების პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსში ახალგაზრდა ქართველი სტარტაპერების პრეზენტაციას დაესწრო.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქართულმა სტარტაპმა Vault Wines-მა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ღვინის ავთენტურობისა და მეღვინეობის აქტივების მართვის პროგრამა წარადგინა, რომელიც წამყვანი შვეიცარული ფონდის - CVVC-ის ინკუბატორის კონკურსის გამარჯვებულია.

უწყების ცნობით, Vault Wines - ის პროგრამა, რომელიც ღვინის ელექტრონული კომერციის ბიზნესსა და ღვინის ავთენტურობისა და მეღვინეობის აქტივების ბლოკჩეინზე დაფუძნებულ მართვას გულისხმობს, 125 000 აშშ დოლარით დაფინანსდა და პროექტს 10 კვირის განმავლობაში 70-ზე მეტ გამოცდილ ექსპერტთან ერთად ამუშავებდა, რამაც ხელი შეუწყო პროექტის დახვეწას და საერთაშორისო კავშირების დამყარებას. ქართულ სტარტაპს უკვე ჰყავს შვეიცარიელი და ავსტრიელი კონტრაქტორები, რომლებიც მას გაუყალბებელი ჰოლოგრამებით და QR კოდებით უზრუნველყოფენ.

პრემიერ-მინისტრმა ქართველ ახალგაზრდებს მიღწეული წარმატება მიულოცა და ხაზი გაუსვა სამეწარმეო სულისკვეთებისა და ინოვაციური იდეების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნის განვითარების პროცესში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო