გიგი უგულავა აეროპორტის ინციდენტზე - ყველა მოსამართლე ვინც „აპრავებს“  გამოძიებას, არის უკანონობის თანამონაწილე - მიდით მეგობრებო, იბაირამეთ, კანონი მალე მოგთხოვთ პასუხს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა აეროპორტში დაახლოებით ერთი თვის წინ მომხდარი ინციტენტის ფაქტზე გამოძიების ვადა 27 თებერვლამდე გააგრძელა.

ამის შესახებ უგულავამ „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა. მისი თქმით, აეროპორტში მდებარე კაფის კამერიდან ამოღებული ჩანაწერები, საქმეში ჩადების ნაცვლად, გააქრეს.

„მოსამართლე გიორგი კერატიშვილს ისე გაუგრძელებია 27 თებერვლამდე ვადა გამოძიებისთვის ჩვენ პოსტ ფაქტუმ გავიგეთ. ეგ არაფერი. არც უკითხავს, რა საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. კამერის ჩანაწერები აეროპორტის კაფედან ამოიღეს, მაგრამ საქმეში ჩადების ნაცვლად პირდაპირ მოიპარეს, გააქრეს. აღარაფერს ვამბობ, რომ ამხელა ჩემპიონი კაცი ჩამიდეს. ყველა მოსამართლე ვინც აპრავებს ამ გამოძიებას, ჩემი პასპორტის ქურდობას, არის თანამონაწილე უკანონობის, იქნება ეს ბადრი შონია თუ გიორგი კერატიშვილი. მიდით მეგობრებო იბაირამეთ, კანონი მალე მოგთხოვთ პასუხს და მერე არ დაიწყოთ - მავალებდნენ“,- წერს უგულავა.

ცნობისთვის, 12 დეკემბერს თბილისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გიგი უგულავას ბრალი ძალადობის მუხლით აქვს წარდგენილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა