გიორგი ვაშაძე  „ქართული ოცნების“ ლიდერებს - გონს მოეგეთ და დროულად დაფიქრდით, თუ ამ ქვეყანაში ცხოვრება გინდათ, კომპრომისებზე უნდა წახვიდეთ - დემოკრატიის ხელყოფას ევროპარლამენტარები არ გაპატიებენ

თუ „ქართული ოცნება“ დემოკრატიულ არჩევნებს არ ჩაატარებს, არჩევნების აღიარება არ მოხდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, - ამის შესახებ “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ახალი საქართველოდან“ აცნობეს, გიორგი ვაშაძე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლების გამოსვლას არაადეკვატურს უწოდებს და მათ კომპრომისებზე წასვლისკენ მოუწოდებს.

ვაშაძის თქმით, თუ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარდება ევროკავშირისა და მათი დასავლელი პარტნიორების მხრიდან არჩევნების ჩატარება აღიარებული არ იქნება.

„დღევანდელი განხილვა ევროპარლამენტში შეგვიძლია შევაფასოთ შემდეგნაირად- სამარცხვინო წარმომადგენლობა და განცხადებები „ქართული ოცნების“ მხრიდან, აფერისტობა, რომელიც მათი მხრიდან იყო და სრულიად არაადეკვატური შეფასება ქვეყანაში არსებული რეალობის. სიცრუის ტალღით შეეცადნენ, ევროპარლამენტარები დაერწმუნებინათ, თუმცა საპასუხოდ კრიტიკის ქარცეცხლი და კონკრეტული გზავნილები მიიღეს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ თუ ისინი ამავე გზით გააგრძელებენ სვლას, საქართველოში არჩევნების ჩატარება და მისი შედეგების აღიარება სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგება. გამომდინარე აქედან „ქართულმა ოცნებამ“ გაკვეთილად უნდა მიიღოს, რომ საქართველო იზოლაციაში ვერ მოექცევა, იზოლაციაში მოექცევა „ქართული ოცნება“, იმიტომ, რომ საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის გზას არც ერთ შემთხვევაში არ შეაჩერებს, მაგრამ თუ ასე გააგრძელებენ მოქცევას „ქართული ოცნება“ ნამდვილად დაასრულებს არსებობას საქართველოში ძალინ დიდი კრახით. ის სისულელეები, რასაც როშავდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არაადეკვატური იყო, რადგან ევროპარლამენტარებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი საქართველოს მდგომარეობა.

მივმართავ „ქართული ოცნების“ ლიდერებს - გონს მოეგეთ და დროულად დაფიქრდით, თუ ამ ქვეყანაში ცხოვრება გინდათ, კომპრომისებზე უნდა წახვიდეთ და საზოგადოების მოთხოვნა დააკმაყოფილოთ, იმიტომ, რომ დემოკრატიის ხელყოფას ევროპარლამენტარები არ გაპატიებენ!“, - განაცხადა ვაშაძემ.

ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ევროპარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ქეთევან ციხელაშვილის გამოსვლაც შეაფასა, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ციხელაშვილი საერთოდ უნდა ჩამოშორდეს ამ მიმართულებით ყოველგვარ მუშაობას.

„რა თემით ჩავიდა ციხელაშვილი დღევანდელ შეხვედრაზე, რომელი სამინისტროს წარმომადგენელი იყო? გუშინდელი ფაქტი გვაქვს მაგალითად, რომ ხეებია მონიშნული და შეიძლება მცოცავი ოკუპაციის გაგრძელება მოხდეს და ამ საკითხთან დაკავშირებით, როცა არ იმსჯელებს და არ დააყენებს ადამიანი ამ საკითხს არა მარტო ოთხოზორიას, არამედ არც ერთი გატაცების ფაქტზე რეაგირების საკითხს, რომელიც მთავარი თემა იყო საქართველოში რამდენიმე კვირის წინ ვაჟა გაფრინდაშვილიდან დაწყებული, რაღა თქმა უნდა შენ ხარ არაადეკვატური და მხოლოდ შენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედი. აქედან გამომდინარე ვფიქრობს, რომ ეს ქალბატონი თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს და საერთოდ ჩამოშორდეს ამ მიმართულებით ყოველგვარ მუშაობას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა