ზვიად ძიძიგური - ევროპარლამენტარებისგან არ მიკვირს მწვავე შეფასებები, რადგან „ქართული ოცნება“ მთელ მსოფლიოს უმტკიცებდა, რომ საარჩევნო სისტემაზე მივაღწიეთ სერიოზულ პროგრესს

საერთოდ არ მიკვირს, რომ მძაფრი რეაქციაა, არც ევროპარლამენტიდან, არც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიდან,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი განცხადებით, ის შეფასებები, რაც საქართველოს მისამართით ისმის, გასაკვირი არაა, რადგან, 6 თვის განმავლობაში „ქართული ოცნება“ ყველას უმტკიცებდა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საქართველომ სერიოზულ პროგრესს მიაღწია.

„არ მიკვირს, რაც ხდება, ეს მწვავე შეფასებები, იმიტომ რომ რამდენიმე თვის განმავლობაში „ქართული ოცნება“, საპარლამენტო უმრავლესობა მთელი პოლიტიკური გუნდი, უმტკიცებდა მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ მივაღწიეთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით სერიოზულ პროგრესს, ეს იყო არსებული შერეული საარჩევნო სისტემის პროპორციული წესით შეცვლის შესახებ. ეს მართლა რევოლუციური გადაწყვეტილება იყო. მთელი 6 თვის განმავლობაში ჩვენ შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც ყველას ვუმტკიცებდით, რომ მივიღეთ ასეთი სწორი და კარგი გადაწყვეტილება. მე გულწრფელად ვულოცავდი ყველას, მათ შორის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, რომ ასეთი კარგი რამ მოხდა. საერთოდ არ მიკვირს, რომ ამაზე მძაფრი რეაქციაა, არც ევროპარლამენტიდან, არც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ამერიკელების პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებისგან, არც შიდა ოპოზიციისგან. კონსერვატორებიდან სამი დეპუტატი გამოვედით ამ გადაწყვეტილების შედეგად, უარი ვთქვით თამაშის ისეთ წესზე, როგორიც ვნახეთ“,-განაცხადა ძიძიგურმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა