ივანე მაჭავარიანი - EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაღალი შეფასება  მისცა საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში მიმდინარე რეფორმებს

EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა იმ რეფორმებს, რაც საქართველოში მიმდინარეობს, განსაკუთრებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დავოსში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა ასევე ისაუბრა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შესახებ, სადაც განხილული იყო ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც კიდევ უფრო დააკავშირებს საქართველოს და ბულგარეთს.

„საქართველოსა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე მხარეებმა დაწვრილებით განვიხილეთ ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც კიდევ უფრო დააკავშირებდა საქართველოს და ბულგარეთს. ისინი აღგვიქვამენ, როგორც კარიბჭეს შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიისკენ და ჩვენ ჩვენი მხრივ, მათ აღვიქვამთ, როგორც კარიბჭეს ევროპისკენ, შესაბამისად, ჩვენს შორის ურთიერთობები, შავი ზღვის კონტექსტში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და გააღრმავებს ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს როგორც რეგიონში, ისე გლობალურად“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო