რუსეთის ახალ მთავრობაში საგარეო, თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრებმა პოსტები შეინარჩუნეს

რუსეთის მთავრობაში, რომელსაც ახალი პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თანამდებობა შეინარჩუნა. რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას ახალი მთავრობის სტრუქტურის შესახებ, სადაც ზოგიერთმა მინისტრმა თანამდებობა ვერ შეინარჩუნა.

თანამდებობაზე დარჩნენ ძალოვანი უწყებების პირველი პირები - თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და შინაგან საქმეთა მინისტრი ვლადიმერ კალაკოლცევი.

გარდა ამისა, კრემლის ლიდერმა გააუქმა ჩრდილოეთ კავკასიის საკითხთა სამინისტრო, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაუქვემდებარა.

რუსეთის მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა უკვე შეიკრიბა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა