ჟვანიას სკოლას ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის ლეხ კაჩინსკის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დელეგაცია ეწვია

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ინიციატივითა და მხარდაჭერით საქართველოს პოლონური დელეგაცია ეწვია, რომელსაც ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების ეროვნული სკოლის (KSAP) დირექტორი ვოიჩეხ ფედერჩიკი ხელმძღვანელობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლიდან აცნობეს, დღეს სკოლაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მათივე ინფორმაციით, პოლონურ დელეგაციას ჟვანიას სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა თანამშრომლებთან ერთად უმასპინძლა. KSAP-ის დირექტორმა ვოიჩეხ ფედერჩიკმა და ექსპერტმა სტეფან აკირა ჯარესკიმ ჟვანიას სკოლის გუნდს პოლონური გამოცდილება გაუზიარა. მოწვეულმა სტუმრებმა პრეზენტაციის სახით იმ პროგრამებისა და საქმიანობის შესახებ ისაუბრეს, რომელსაც მათი სკოლა 30 წელია წარმატებით ახორციელებს. შეხვედრის ბოლოს ორივე მხარეს მიეცა შეკითხვების დასმის შესაძლებლობა, დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

დღესვე, ჟვანიას სკოლისა და KSAP-ის დირექტორები ქეთევან ჯაყელი და ვოიჩეხ ფედერჩიკი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილეს იოსებ ხახალეიშვილს შეხვდნენ. შეხვედრისას მხარეებმა იმ საკითხებზე ისაუბრეს, რომლებიც ერთობლივი პროექტების განხორციელებას, საჯარო მოხელეებისთვის გაცვლითი პროგრამების შემუშავებასა და საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის ევროპული გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.

პოლონური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, საჯარო სამსახურის ბიუროში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს