ვიტალი მუტკომ, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონული განვითარებისა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს კურირებდა რუსეთის მთავრობაში თანამდებობა ვერ შეინარჩუნა

ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის მთავრობაში კურატორის გარეშე დარჩნენ. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, რუსეთის მინისტრთა ახალ კაბინეტში შვიდმა ვიცე-პრემიერმა თანამდებობა ვერ შეინარჩუნა, რომელთა შორის არის ვიტალი მუტკო, რომელიც 2018 წლის მაისიდან რუსეთის მთავრობაში ინფრასტრუქტურის საკითხებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონული განვითარებისა და მათთან სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებსაც კურირებდა.

როგორც ცნობილია, დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას ახალი მთავრობის სტრუქტურის შესახებ, სადაც ზოგიერთმა მინისტრმა თანამდებობა ვერ შეინარჩუნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო