ლიეტუვას პრეზიდენტი - ვწუხვართ, რომ საქართველოს პარლამენტმა ვერ შეძლო კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, რომელიც ხელს შეუწყობდა ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციას

ვწუხვართ, რომ გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა ვერ შეძლო კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, რომელიც ხელს შეუწყობდა ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციას, - ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დავოსში გამართული შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს შორის კონსენსუსის მიღწევას.

„ვწუხვართ, რომ გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა ვერ შეძლო კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, რომელიც ხელს შეუწყობდა ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ კონსენსუსის მიღწევას პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს შორის და ასევე ვთვლით, რომ გარე ძალებს არ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, გამოიყენონ უთანხმოება პოზიციასა და ოპოზიციას შორის, რაც შექმნის არასტაბილურობას საქართველოსა და რეგიონში”,- განაცხადა პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.

ლიეტუვას პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო „ორმხრივ ურთიერთობებს, ორი ქვეყნის ხალხებს შორის ურთიერთობებს და ლიტვურ და ქართულ ინსტიტუტებს შორის აქტიურ თანამშრომლობას“.

მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს განუცხადა, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს და მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ ძალის დემონსტრირებასა და აფზახეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის გაგრძელებას. ჩვენ აღნიშნულ საკითხს საერთაშორისო დონეზე ვაყენებთ, რადგან არ გვსურს, ევროპამ აგრესიის ეს აქტი დაივიწყოს“,- განაცხადა ლიეტუვას პრეზიდენტმა.

„გიტანას ნაუსედამ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მცდელობას, განახორციელოს რეფორმები და მიაღწიოს ევროკავშირში ინტეგრაციას“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ეკონომიკური ურთიერთობებიც განიხილეს და ამ კუთხით თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა