ლიბანის პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ჰასან დიაბმა ახალი მთავრობა წარადგინა,- ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ მისი 20 მინისტრისგან შემდგარი გუნდი დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოსაყალიბებლად, გაფლანგული თანხების დასაბრუნებლად და უკანონო შემოსავლების წინააღმდეგ იბრძოლებს.

მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრების წარდგენის შემდეგ ქვეყნის დედაქალაქის, ბეირუთის, ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტები ქვეყანაში რადიკალური რეფორმების განხორციელებასა და მინისტრების პოსტებზე დამოუკიდებელი ექსპერტების დანიშვნას ითხოვენ.

შეგახსენებთ, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი საად ჰარირი თანამდებობიდან მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლების ფონზე გასული წლის ოქტომბრის ბოლოს გადადგა. ლიბანის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე იმავე წლის დეკემბერში ჰასან დიაბი დანიშნა. აღსანიშნავია, რომ ახალ პრემიერ-მინისტრს შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ უჭერს მხარს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს