ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის შვილის დასახმარებლად, ბექა მშვილდაძის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა „კადრს მიღმა“ გაიმართება

დღეს, საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ოპერატორ ბექა მშვილდაძის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა „კადრს მიღმა“ გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბექა მშვილდაძემ განუცხადა, გამოფენა საქველმოქმედო ხასიათის იქნება. მისივე თქმით, მიღებული თანხა გადაირიცხება ჟურანლისტ ბექა პატურაშვილის შვილის ალექსის დასახმარებლად.

საგამოფენო დარბაზში ასევე წარმოდგენილი იქნება ნინო ჯიქიას, რეზი ცირეკიძისა და არჩილ ვაჟიკაშვილის ნამუშევრები.

გამოფენა-გაყიდვა 15:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო