სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 22 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, მეფე მირიანის, პეტრიწის და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI, VII, VIII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების, გაზის დასახლების, ზაქარია მაისურაძის, ჯანჯღავას, წინამძღვრიშვილის, კონსტანტინე ლესელიძის, კაჭარავას V ქუჩის, გლდანულას, გიორგი ბაბილოძის, გელა ბელქანიას, კოტე მარჯანიშვილის, ქერჩის, კაჭარავას, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, ხერგიანის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბოვსკის, სვირის, დომენტი ჟღენტის, ასურეთის, II ავიაქიმიის, კურსების, მირზაანის, სანავარდოს, სანერგის, ზეკარის, კიშინიოვის, სამღერეთის, ახტალის, ბუგეულის, ლისაშვილის, მაჩხაანის, დარკვეთის, ლაითურის, წერონისის და თოდრიას ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, სანაპიროს, დგებუაძის, უშანგი ჩხეიძის და უზნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის, ტეტელაშვილის, უშანგი ჩხეიძის და უზნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, საექიმოს, ვლადიმერ ლობჟანიძის, დოდაშვილის, რიჩარდ ჰოლბრუკის და ნავთლუღის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მებაღეობის, ლევან რაზიკაშვილის და ჭიჭინაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, ახვლედიანის და სოსო აბზიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, რუსთავის გზატკეცილის, აბესაძის, აბოვიანის, აბო-თბილელის, ასათიანის და შოთა ნიშნიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა