ვატო წერეთელი ფინანსთა მინისტრს - დავიწყოთ „ჩელენჯი“ – „TV პირველი“ იხდის გადასახადებს და ვიწვევ სახელისუფლებო არხებს, გადაიხადონ მილიონები

სამაუწყებლო კომპანია „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს მიმართავს, რომ სახელისუფლებო არხებს გადასახადები გადაახდევინოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ „ტვ პირველს“ ინკასო მოხსნილი აქვს.

„ინკასო მოხსნილია. სესხით, არხისთვის მძიმე ტვირთით, თუ როგორ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. გადავიხადეთ. ვიცით თავისუფლების ფასი. ერთი ადგილიც გვაქვს დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ვალშიც არავისთან ვრჩებით.

ბატონო მინისტრო, როგორც თქვენ ბრძანებთ, ერთი ადგილია საჭირო. მოდით, დავიწყოთ „ჩელენჯი“ – „TV პირველი“ იხდის გადასახადებს და ვიწვევ სახელისუფლებო არხებს, გადაიხადონ მილიონები. ველოდები მინისტრის პრინციპულობას, რომ ყველას ჩაარიცხინებს ხალხის კუთვნილ ფულს ბიუჯეტში.

ბატონო მინისტრო - წამზომი ჩაირთო!“ - წერს ვატო წერეთელი.

იხილეთ ვიდეო: ვატო წერეთელის "ჩელენჯი" - ტვ პირველმა გადასახადები გადაიხადა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა