ბენიამინ ნეთანიაჰუ ჰოლოკოსტის საერთაშორისო ფორუმზე დამსწრეებს - მნიშვნელოვანია, რომ მათ ახსოვთ, საიდან მოვდივართ და ასევე მნიშვნელოვანია ნახონ, რას მივაღწიეთ

დღეს ისრაელში ჰოლოკოსტის მსოფლიო ფორუმი იმართება. ქვეყანას მსოფლიოს მასშტაბით 49 უმაღლესი დონის დელეგაცია სტუმრობს.

სტუმრებს ვიდეო მიმართვით ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიმართა.

„მივესალმები ლიდერებს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც აქ, იერუსალმში, ოსვენციმის გათავისუფლების 75 წლისთავზე ჩამოვიდნენ. მნიშვნელოვანია, რომ მათ ახსოვთ, საიდან მოვდივართ და ასევე მნიშვნელოვანია ნახონ, რას მივაღწიეთ“,-განაცხადა ნეთანიაჰუმ.

სხვა მნიშვნელოვან შეხვედრებს შორის, ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან გამართავს აუდიენციას.

ცნობისთვის, ოსვენციმის საკონცენტრაციო და სიკვდილის ბანაკი პოლონეთის ტერიტორიაზე იყო განლაგებული. ბანაკი 1945 წლამდე მოქმედებდა. ამ პერიოდის განმავლობაში აქ ზოგიერთი მონაცემებით 1,1 მილიონზე მეტი სხვადასხვა ეროვნების ადამიანი, მათ შორის უმეტესობა ებრაელები დახოცეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა