ეუთო/ოდირი საარჩევნო სისტემის საკითხზე ოპოზიციის მიერ მომზადებულ წინადადებასთან დაკავშირებით დასკვნას „უახლოეს კვირებში“ გამოგზავნის

ეუთო/ოდირი საარჩევნო სისტემის საკითხზე ოპოზიციის მიერ მომზადებულ წინადადებასთან დაკავშირებით დასკვნას „უახლოეს კვირებში“ გამოგზავნის.

კანონპროექტთან დაკავშირებით ორგანიზაციას შეკითხვით „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა, საიდანაც საპასუხო წერილი მიიღო.

„იურიდიულ მოსაზრებაზე მუშაობა საარჩევნო კანონპროექტთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, რომ სამუშაოები უახლოეს კვირებში დასრულდება“, - აცნობეს „ინტერპრესნიუსს“ ეუთო/ოდირიდან.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებული კანონპროექტი შესაბამისი სამართლებრივი ექსპერტიზისთვის ეუთო/ოდირს სახალხო დამცველის ოფისმა გაუგზავნა.

საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, თუმცა შეიცვლება მანდატების განაწილების წესი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს