დავით ზალკალიანი - მზად ვიყავით, ამომწურავი ინფორმაცია მიგვეწოდებინა ევროპარლამენტარებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ წუთნახევარი დაეთმო საქართველოს წარმომადგენლებს

არანაირ სანქციებს არ ველოდებით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არის თანმიმდევრული იმ საგარეო პრიორიტეტების განხორციელებაში, რაც არის ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში ასახული, - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გუშინ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარების მხრიდან გაკეთებულ მწვავე შეფასებებს.

„თანმიმდევრული ვართ დემოკრატიული რეფორმების განმტკიცების კუთხით, ჩვენი ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენი ვალდებულებაა და ეს არაერთხელ იქნა გაცხადებული საერთაშორისო თანამეგობრობის სხვადასხვა ფორმატებში, საქართველო ერთგულია მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების. საქართველოში აუცილებლად ჩატარდება დემოკრატიული, გამჭვირვალე არჩევნები, ისეთი, როგორც შეესაბამება ეუთოს სტანდარტებს. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთიება ყველა საერთაშორისო დამკვირვებელთან, მათ შორის, ეუთო/ოდირის ოფისთან და არაერთხელ იყო გაცხადებული ხელისუფლების სხვადასხვა თანამდებობის პირების მხრიდან, მათ შორის, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, რომ ის რეკომენდაციები, რომელიც გვაქვს, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული,“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მზად იყვნენ ევროპარლამენტარების მიერ დასმულ ყველაზე კითხვაზე ამომწურავად გაეცათ პასუხი, თუმცა მათ ამისთვის მხოლოდ ერთი წუთი ჰქონდათ გამოყოფილი.

„ძალიან მნიშვნელოვანია ევროპარლამენტში დებატები. იცით, რომ დებატების ძირითადი მიზანი გახლდათ ევროპარლამენტარებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უმძიმესი სიტუაციის გაცნობა, მათ მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია. ბუნებრვია, იქ იყო რამდენიმე კითხვა, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან გაჟღერდა. ჩვენ ვიყავით მზად, ამომწურავი ინფორმაცია მიგვეწოდებინა მათთვის, მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი წუთი, წუთნახევარი დაეთმო საქართველოს წარმომადგენლებს იმისთვის, რომ ყოვლისმომცველი ინფორმაცია მიეწოდებინათ იმ კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც დაისვა, მათ შორის, არჩევნებთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. მაგრამ მე ვფიქრობ, ჩვენ კიდევ გვექნეება საშუალება, საქართველოს, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდეთ ევროპარლამენტარებთან ურთიერთობა, ჩვენ მჭიდრო ურთიერთობის მომხრე ვართ და საჭიროა მუდმივი საუბარი, მუდმივი დიალოგი, რომ მათ ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იყო საუბარი. ევროპარლამენტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლის შემდეგ ევროპარლამენტარებმა ისაუბრეს. ევროპარლამენტის რამდენიმე წევრის მხრიდან მწვავე განცხადება გაკეთდა, მათ შორის საქართველოში ოპოზიციის წარმომადგენლების პროკურატურაში დაბარებაზე, პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნაზე და ასე შემდეგ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო