სწრაფად მზარდ კომპანიებში მცირე კაპიტალით ინვესტირების მსურველთათვის „სინერჯი კაპიტალი“ სპეციალურ ღონისძიებას აწყობს

მათ, ვისაც აინტერესებს კერძო კაპიტალის ბაზარი, დაინტერესებულები არიან ზრდის პოტენციალის მქონე კომპანიების წილის შეძენით და სურვილი აქვთ მეტი გაიგონ რა განსხვავებული მოდელით მუშაობს სინერჯი კაპიტალი, ასევე თანამშრომლობის რა შესაძლებლობებს სთავაზობს მათ, კომპანია სპეციალურ ღონისძიებაზე იწვევს, - ამის შესახებ ნათქვამია „სინერჯი კაპიტალის“ ინფორმაციაში.

„ღონისძიებაზე დასწრება განსაკუთრებით საინტერესოა ადამიანებისთვის, ვისაც სურს მცირე კაპიტალით თანხების დაბანდების ეს ალტერნატიული გზა მოსინჯოს, საიმედო პარტნიორთან ერთად. ჩვენ მოგიყვებით სინერჯი კაპიტალის საქმიანობის მოდელზე, რომელიც უნიკალურია და განსაკუთრებული აქტივის ფლობის შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს, ასევე გაგაცნობთ ინვესტირების შესაძლებლობებს ჩვენი პორტფელის კომპანიებში და მოგიყვებით რა მიდგომით მუშაობს ჩვენი გუნდი კომპანიებთან, რომ ისინი გარანტირებულად გაიზარდონ მასშტაბში და ამგვარად ინვესტორებმაც მეტი სარგებელი მიიღონ აქედან“, - აცხადებენ „სინერჯი კაპიტალში“.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება ჩატარდება მიმდინარე წლის თებერვლის ბოლო კვირაში. დაინტერესებულმა ადამიანებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ მითითებულ ბმულზე, რის საფუძველზეც მიიღებენ პერსონალურ მოსაწვევს ღონისძიებაზე დასასწრებად და ასევე დეტალებს ჩატარების ზუსტ დროსა და ადგილზე.

„საინვესტიციო კომპანია სს „სინერჯი კაპიტალი“ 2018 წელს შექმნა მმართველობითმა საკონსულტაციო კომპანია სინერჯი ჯგუფმა. ორი წლის ვადაში სინერჯი კაპიტალს 15-მდე სწრაფად მზარდი კომპანია ჰყავს პორტფელში სხვადასხვა სფეროდან, რომელთა ღირებულების გაზრდაზე სინერჯის გუნდი მუშაობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს