პოლონეთის პრეზიდენტის შემდეგ, ჰოლოკოსტის საერთაშორისო ფორუმზე ვიზიტი ლიეტუვას პრეზიდენტმაც გააუქმა

პოლონეთის პრეზიდენტის შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ ისრაელში მიმდინარე ჰოლოკოსტის მსოფლიო ფორუმს, ლიეტუვას პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედაც არ დაესწრება. სანაცვლოდ, ნაუსედა 27 იანვარს, პოლონეთს ეწვევა, სადაც ოსვენციმის ბანაკის გათავისუფლების 27 წლისთავს დაესწრება.

ლიეტუვას პრეზიდენტს ისრაელში ვიზიტის გაუქმების ზუსტ მიზეზებზე არ უსაუბრია, თუმცა მედია ვარაუდობს, რომ აღნიშნულის მიზეზი პოლონეთის პრეზიდენტ, ანდჟეი დუდასა და მის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს შორის, მეორე მსოფლიო ომის საკითხზე არსებული დაპირისპირება გახდა.

როგორც ცნობილია, ისრაელში, მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმს პოლონეთის პრეზიდენტიც არ ესწრება, რადგან მისი თქმით, „პუტინის ტყუილების მოსმენა არ სურს“.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა პოლონეთი ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პოლონეთის ელჩი გერმანიაში იყო „ანტისემიტი ღორი“.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2021
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი