ნათია თურნავა - იუსტიციის სახლებში ადგილებზე აუხსნიან, რა შესაძლებლობები აქვს ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებს

„ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობენ სოფლად, ყოველდღიურ მძიმე შრომას ეწევიან, ნუ გაგვიკვირდება, საერთოდ არ იცოდნენ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ შესაძლებლობების შესახებ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. მიისვე განმარტებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და დავალებით შეიქმნება ერთიანი ე.წ. ფრონტ ოფისი. „შედეგად, მეწარმეობის ხელშეწყობის ყველა სამთავრობო პროგრამის შესაძლებლობების თაობაზე ინფორმაციას მივუტანთ ადგილზე, რათა არ სჭირდებოდეს ადამიანს ჩამოვიდეს თბილისში, სათაო ოფისში და იქ გაიგოს პროგრამის თაობაზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, მეწარმეობის სტიმულირების სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელსაც ამავე დასახელების სააგენტო ახორციელებს, პრემიერ-მინისტრის დავალებით, უპირატესად რეგიონებზე და მის განვითარებაზე იქნება მიმართული.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო