გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ENPARD-ის ფარგლებში სამინისტროს მიერ განხორციელებული სამუშაოები წარმატებულად შეფასდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა, ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის (ENPARD) მუდმივმოქმედი კომიტეტის 22-ე შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ხატია წილოსანმა ყურადღება გაერთიანებული დოკუმენტის - „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია“ მნიშვნელობაზე გაამახვილა და პარტნიორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ENPARD-ის II და III ფაზის ფარგლებში შესრულებულ ვალდებულებებს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშემ სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში, ჟორჟ დეუმ სამინისტროს მიერ განხორციელებული სამუშაოები წარმატებულად შეაფასა და ENPARD-ის IV ფაზის დაწყების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

„მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს „მიწის მდგრადი მართვის და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს“, ასევე, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და აკვავულტურის შესახებ შემუშავებული კანონპროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო დაცვის და კრიზისების მართვის პროგრამის მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი, ENPARD-ის კონსორციუმის წევრები, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს