მალხაზ მაჩალიკაშვილი - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ პარლამენტთან მშვიდობიანი აქციები არ გაიმართოს - პროტესტი გაგრძელდება, გარანტიას გაძლევთ, რომ ამათ დავამთავრებ

პროტესტი გაგრძელდება, მე გარანტიას გაძლევთ, რომ ამათ დავამთავრებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სპეცოპერაციისას დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე კარვის გაშლასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მან რუსთაველის გამზირზე კარავი ვერ გაშალოს, თუმცა ეს შეზღუდვები მას ხელს ვერ შეუშლის.

„რუსთაველის გამზირზე გუშინ ჩვენ დავინახეთ, რა მოხდა. წუხელ როგორც კი დამინახეს, რომ ვმოძრაობდი პარლამენტთან, შუაღამისას აიღეს ატრაქციონები, აიღეს და მთელი ჯებირი, გეგონება ჩინური კედელია, აღმართეს და გადააფარეს მწვანე ხალიჩა. ხელისუფლებას ეშინია, რადგან იციან, რომ მათი საქმე წასულია და ამიტომ ყველაფერს აკეთებენ, რომ იქ აქციები არ გაიმართოს და მშვიდობიანი პროტესტი ადამიანებმა არ გამოხატონ. ამას მთელი მსოფლიო და ევროპა ხედავს. სამწუხაროდ, საქართველოში რაღაც ნაწილი ამას ვერ ხედავს და იმედია, მიხვდებიან. პროტესტი გაგრძელდება, მე გარანტიას გაძლევთ, მე ამათ დავამთავრებ.

ყველანაირ შესაძლებლობას მიზღუდავენ. ყველაფერს აკეთებენ, რომ დამაქციონ, მაგრამ ეს არ გამოუვათ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში პატიოსანი, შეგნებული, ზრდილობიანი ხალხი ცხოვრობს", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს