მორის მაჩალიკაშვილისა და ბეჟან ლორთქიფანიძის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისს დაკავებული მორის მაჩალიკაშვილისა და ბეჟან ლორთქიფანიძის მორიგი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესს მოსამართლე დავით მგელიაშვილი უძღვება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე, ორი სამართალდამცველი დაიკითხება.

როგორც პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განუცხადა, ყველა სასამართლო პროცესი ერთმანეთს ჰგავს და რეალურად არ არიან წარმოდგენილები მოწმეები, რომლებიც რომელიმე ბრალდებულის შესაძლო დანაშაულს დაადასტურებენ.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მასზე თავდასხმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა